Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა

11 აგვისტო, 2017 16:07

როგორც „ლიბერალს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გორის რაიონის სასამართლომ გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბექა ხახუბიას საქმეზე, საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ პოლიციელების თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებაც მიიღო. 

პროკურატურა სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მიმართავდა. 
პროკურატურამ ბექა ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე სამ პოლიციელს ბრალი დღეს წარუდგინა.

გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 116-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს (სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით). 

17 მაისს გორის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია პოლიციის მხრიდან დევნის ოპერაციის დროს დაიღუპა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^