Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: „ვაშლის დარიგების“ კამპანიის ხარჯი დაახლოებით 300-დან 400 ათას ლარამდე იქნება

11 აგვისტო, 2017 18:06

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, მათ შორის - „ვაშლის დარიგების“ კამპანიაზეც. მისი თქმით, საპილოტე სეზონზე კამპანიის ხარჯი დაახლოებით 300-დან 400 ათას ლარამდე იქნება. 

„მე ვფიქრობ, რომ არც ერთი დანახარჯი არ არის ზედმეტი, როდესაც საქმე ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება“, - განაცხადა ჯეჯელავამ

მისი თქმით, სახელმწიფო ვაშლს იმავე წესით შეისყიდის, როგორც ყველაფერ დანარჩენს. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა. ვაშლი კვირაში ერთხელ დარიგდება
პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება - შაქრისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, ასევე, შაქრიანი, გაზიანი სასმელები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^