Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

69 გრამი მარიხუანის ფლობის საქმეზე ბექა წიქარიშვილის მომდევნო სხდომა 30 აგვისტოს ჩაინიშნა

16 აგვისტო, 2017 12:59

69 გრ მარიხუანის ფლობის საქმეზე ბექა წიქარიშვილის მომდევნო სასამართლო სხდომა 30 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ „ლიბერალს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს. მათი თქმით, 30 აგვისტოს სასამართლო მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს.

ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს, 69 გრ მარიხუანის ფლობის გამო. წიქარიშვილს, კანონის ძველი რედაქციით, 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

„სწორედ აღნიშნული საქმის გასაჯაროება გახდა გარდამტეხი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტალღის დასაწყებად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფართო საზოგადოებრივ პროტესტს, ჯერ კამპანია „ბექა არ არის კრიმინალის”, ხოლო მოგვიანებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის” სახით.

საზოგადოებაში სადისკუსიო სივრცის გაჩენის გარდა, წიქარიშვილის საქმე გარდამტეხი აღმოჩნდა საკანონმდებლო კუთხითაც. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში, საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი „ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში მიმდინარე წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით, 5 გრ-დან 70 გრ-მდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

სინოდი: კანაფის დამზადების ნებართვა ნარკ ...

დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მღვდელმთავრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. როგორც სინოდის სხდომის ოქმიდან ჩანს, მა ...
22 ივნისი
22 ივნისი

სინოდი: ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანე ...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შ ...
21 ივნისი
21 ივნისი

საპატრიარქომ სინოდის სხდომის ოქმი გამოაქ ...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შ ...
^