ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
ნარკორეალიზაციის ბრალდებით,15 აგვისტოს სოფელ ფონიჭალაში 2 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს და გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).
სპეცოპერაცია 12 და 14 აგვისტოსაც ჩატარდა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 3 პირი დააკავეს.