Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ მეარაყიშვილი: ახლა სახლში ვარ, ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში“

17 აგვისტო, 2017 13:11

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი,  „ნეტგაზეთის“  „ფრილანსერი“ ჟურნალისტი  თამარ მეარაყიშვილი გუშინ, 16 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა დააკავეს და დაკავებიდან რამდენიმე საათში  გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ჟურნალსტმა პირველ არხთან განაცხადა, რომ მას დაკავებისას არაფერი განუმარტეს და ჯერ არც ადვოკატი ყავს.„ახლა სახლში ვარ. უნდა მოვძებნო ხვალამდე ადვოკატი. ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში და ამის გამო დამაკავეს და ჩაატარეს ჩხრეკა. დღეს კი მითხრეს, რომ კიდევ ბევრ ბრალდებას წარგიდგენთო",-განაცხადა პირველ არხთან თამარ მეარაყიშვილმა. 

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, პროკურატურაში დაბარების ოფიციალური მიზეზი თამარ მეარაყიშვილის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის”  პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებას უკავშირდება, რაზეც აქტივისტი 2017 წლის 31 ივლისს იყო დაბარებული.

მეარაყიშვილმა გამოცემა „ეხო კავკაზაზე“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა თანამდებობებზე დანიშვნაზე. გამოცემის ინფორმაციით, მეარაყიშვილზე საჩივარი ახალგორის სატყეო სამსახურის  უფროსმა, პარტია  „ერთიანი ოსეთის” წევრმა, სპარტაკ დრიაევმა შეიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ  თამარ მეარაყიშვილი 8 ივნისს ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. 

მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ომბუდსმენის აპარატმაც გაავრცელა განცხადება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თამარ მეარაყიშვილი, გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით. ამის გამო იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რაც მისი ცხინვალში გატაცებით დასრულდა.

თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს, როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

„ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება, სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო“,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^