Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GEM FEST-ის ორგანიზატორი: გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივართ

17 აგვისტო, 2017 13:35

Gem Fest-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ „იმედთან“ განაცხადა, რომ ფესტივალს ფინანსური სირთულეები შეექმნა, თუმცა პასუხისმგებლობას არ გაურბიან. 

„ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ დღეებში გვექნება პრესკონფერენცია და ამაზე ვისაუბრებთ, ყველაფერს მოვყვებით. გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ თავიანთი თანხა და უკლებლივ ყველა, ყველა „კაპიკს“ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი სიგუამ „იმედის“ ეთერში.

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კი, კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელს კვირის ბოლომდე შეიტანენ. მათ იურიდიულ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს. 

 საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკადუამ „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ ფესტივალზე დასაქმებულებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს კუთვნილი თანხა, საიას მიმართეს დახმარებისთვის. შესაბამისად, ისინი ამზადებენ სარჩელს, რომელსაც კვირის ბოლომდე შეიტანენ  სასამართლოში. 

„ამ ადამიანებმა მოგვმართეს ჩვენ და გვითხრეს, რომ იყვენნ Gem Fest-ზე დასაქმებულები, რომლებსაც ერთთვიანი მუშაობის შემდეგ  კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს.  წარმოგვიდგინეს ხელშეკრულება მათი დანიშვნის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე  უნდა ემუშავათ; ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო, რა მოვალეობები ეკისრებოდათ  და იქვე განსაზღვრული იყო თანხა, რაც უნდა გადაეხადათ ამ ადამიანებისთვის,  თუმცა დასაქმებულებისთვის ხელფასი ჯერ არ გადაუხდიათ. შესაბამისად, ისინი აპირებენ, ეს დავა წარმართონ სასამართლოში და მოითხოვონ მათთვის განკუთვნილი თანხის ანაზღაურება.  ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საჩივრის შედგენაზე. პარასკევისთვის იქნება მზად ეს საჩივარი“, - განაცხდა „ლიბერალთან“  საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკადუამ. 

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^