Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სოლიდარობა რკინიგზელებს“ - დღეს 18 საათზე რკინიგზის დეპარტამენტთან აქცია გაიმართება

17 აგვისტო, 2017 14:46

დღეს 18 საათზე, პროფკავშირების ორგანიზებით,  თამარ მეფის #15-თან  (რკინიგზის დეპარტამენტი) რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია  დაიწყეს, რადგან, მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ.  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, პაატა ნინუა „ლიბერალთან“ განაცხადებს, საქართველოს რკინიგზის შენობასთან ერთი ადამიანი განაგრძობს შიმშილობას, ხოლო მეორე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სახლში გადაიყვანეს. 

როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, რკინიგზელები: უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი რკინიგზელის პროფესიას სხვადასხვა დროს, ქართულ და უკრაინულ სასწავლებლებში დაეუფლნენ და საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონს უკვე ათწლეულებია ემსახურებიან.

„ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 25 ივლისს, როტაციის შედეგების გაანალიზების საკითხზე, კახეთიდან თბილისში დაიბარეს რკინიგზელები, რაც, თავის მხრივ, სამუშაო პროცესია. რკინიგზელებს შეხვედრის მიმდინარეობისას ხელი მოაწერინეს დოკუმენტის გაცნობაზე, რომლის თანახმადაც, მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონული სამსახურისთვის სახელის შეცვლის შესახებ, ციტატა „გაფართოვდეს და ეწოდოს - სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონი“.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გაურკვეველი მიზეზით რკინიგზელები კვლავ თბილისში დაიბარეს. დასაქმებულები დილის 10 საათზე აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოში გამოცხადდნენ, სადაც განემარტათ, რომ დღეიდან მათი სამუშაოს დაწყების ადგილი დედაქალაქი იქნებოდა და მოემსახურებოდნენ მარნეული-გარდაბნის სარკინიგზო ხაზს.

გამომდინარე იქედან, რომ სამივე რკინიგზელი რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აქტიური წევრია და კარგად ესმით საკუთარი შრომითი უფლებები, მათთვის ფინანსურად და ფიზიკურად დამამძიმებელ შემოთავაზებაზე უარი ადგილზევე განაცხადეს და თავიანთი პოზიციის შესახებ ადმინისტრაციას წერილობით აცნობეს:

„არსებული შემოთავაზებით, ადმინისტრაცია ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კვების საკითხს, გამომდინარე აქედან, შეუძლებელია, შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონიდან 100-150 კილომეტრის მოშორებით, რის საფუძველზეც მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს არსებითი პირობა, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა იმავე რეგიონში, სადაც ამ დრომდე უვადოდ ვიყავით დასაქმებულები.“ - ნათქვამია რკინიგზელების განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ადმინისტრაციამ ნაცვლად დასაქმებულებთან მოლაპარაკებების გამართვისა, მიიღო მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც, თავის მხრივ, შრომის კოდექსის პრონციპების უხეში დარღვევაა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საკითხის სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა, რისი სრულად გამოყენების რესურსიც დასაქმებულებს პროფკავშირმა უკვე შესთავაზა, რკინიგზელებმა გადაწყვიტეს, აღნიშნული უსამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნით დაიწყონ შიმშილობა!

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომითი დავების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტის სხვა მექანიზმი, გარდა სასამართლო უწყებებისა, რომელის განხილვაც, თავის მხრივ, წლობით იწელება და ამ ხნის განმავლობაში არსებობს საფრთხე, უხელფასოდ დარჩენილი რკინიგზელების ოჯახები უკიდურეს სიღარიბემდე მივიდნენ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულად უჭერს მხარს და უერთდება მუშების რადიკალურ პროტესტის ფორმებს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს მათი მოთხოვნა!

საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამუშაო ადგილი ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში არსებით პირობად განისაზღვრება. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით - „შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. . 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^