Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ: კანონმდებლობაში დისკრიმინაციული ნორმებია

17 აგვისტო, 2017 17:12

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 აგვისტოს გამოაქვეყნა 2016 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ. 

TDI-ის ინფორმაციით, ანგარიშში საუბარია რელიგიის სააგენტოს შესახებ. მაგ: აღნიშნულია სააგენტოს მიერ საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის კომპენსაციის გადანაწილების პრაქტიკის შესახებ, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით,  არის დისკრიმინაციული, სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის თანხას მხოლოდ 4 რელიგიური გაერთიანებისთვის გამოყოფს. ნათქვამია, რომ რელიგიის სააგენტომ ვერ უზრუნველყო სოფელ მოხეში მდებარე სადავო ნაგებობის საკითხიც, რომელიც მუსლიმების თქმით, მეოცე საუკუნის მეჩეთია, იმავე შენობაზე პრეტენზია მართლმადიდებელმა ეკლესიამაც განაცხადა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია:

  • რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, რასაც სახელმწიფოს  მხრიდან  არ  მოჰყოლია ეფექტიანი რეაგირება
  • სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობების საკულტო ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მაგ:  საუბარია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც. აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მლოცველებისთვის სათანადო სივრცის არსებობა და მეჩეთში გადატვირთულობის პრობლემის აღმოფხვრა.
  • საჯარო სკოლებში დისკრიმინაციული მოპყრობის პრაქტიკაზე; რომ სახელმწიფო ხელს უწყობს  სკოლაში მართლმადიდებლური თეოლოგიის სწავლებას; რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები თავისუფლად ვერ გამოხატავენ რელიგიურ იდენტობას და მონაწილეობენ  მართლმადიდებლურ რიტუალებში.
  • ყურადღება გამახვილებულია კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. საუბარია სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებაზე და ამ შეთანხმებით ეკლესიისთვის მინიჭებულ პრივილეგიებზე, როგორიცაა პატრიარქის ხელშეუვალობა, მართლმადიდებელი სასულიერო პირების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და ასევე, საპატრიარქოს სათათბირო უფლებამოსილებებზე მთავრობასთან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილია მედიის განვითარების ფონდის (MDF) მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც  2016 წლის ოქტომბრიდან იანვრამდე, საჯაროდ, რელიგიური დისკრიმინაციით მოტივირებული, სულ მცირე, 69 განცხადება გაკეთდა.

რელიგიური დისკრიმინაციით მოტივირებული განცხადებები გაჟღერდა ტელევიზიაში, ბეჭდურ და ონლაინმედიაში. გარდა ამისა, დისკრიმინაციული რიტორიკა შეინიშნება პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების განცხადებებშიც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^