ბარსელონაში რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ავტომობილი შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა გაქცევა მოახერხა.
BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობამ კი ათს გადააჭარბა.
Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია 13 ადამიანი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონის პოლიცია მეორე მიკროავტობუსსაც ეძებს.
ჯერჯერობით, ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად არ მინიჭებია.