Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესპანეთის პოლიცია: ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკავებულია

18 აგვისტო, 2017 12:00

17 აგვისტოს ბარსელონაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 

ლა რამბლის მოედანზე, ადგილობრივი დროით 16:50 წუთზე, ბარსელონის ერთ-ერთ ბულვარში, ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე მიკროავტობუსი შევარდა. ტერორისტული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

 „ბარსელონაში მომხდარი თავდასხმის მონაწილეები ISIS-ის მებრძოლები არიან. მათ შეასრულეს ეს ოპერაცია და ის ჩვენი პასუხია გაერთიანებული, კოალიციაში მყოფი სახელმწიფოების მიმართ“,- ნათქვამია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაახლოებით 8 საათის შემდეგ, კამბრილსში, რომელიც 110 კილომეტრითაა დაშორებული ბარსელონას, პოლიციელებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ  5 ტერორისტი მოკლეს. თავდამსხმელთა ნაწილი შაჰიდის ქამრებს ატარებდა. დაშავებულია 6 ადამიანი, რომელთაგან ერთი პოლიციელია. 

Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ ბარსელონასა და კამბრილსის ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილი სამი პირია დაკავებული. 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^