Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურში ფესტივალის ორგანიზების შესახებ დამისვეს შეკითხვები

18 აგვისტო, 2017 15:55

Gem Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვიდან შესვენებაზე გამოვიდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეკითხვები შეეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას.  

„მე დამისვეს კითხვები ყველაფერ იმაზე, რაც შეეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას; მათ შორის, სახელმწიფო თანხებზე, რომელიც იყო დახარჯული რა, სად და რამდენი დაიხარჯა“, - განაცხადა გიორგი სიგუამ. 

სიგუას ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ გამოძიება მიმდინარეობს 185-ე მუხლით, რაც არ არის მხოლოდ პირდაპირ ხელშესახებ მატერიალურ ქონებაზე მუხლი, ეს შესაძლებელია იყოს რაიმე ქონებრივ უფლებაზე.

„იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგისთან დასმულ კითხვებთან მიმართებაში მუხლის შინაარსი არ გაუჟღერებია, ჩვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას. თუმცა ეს არ არის მხოლოდ პირდაპირ ხელშესახებ მატერიალურ ქონებაზე მუხლი, ეს შესაძლებელია იყოს რაიმე ქონებრივ უფლებაზე. შესაძლოა, რომელიმე პირს აქვს ქონებრივი უფლება და ვერ მიიღო,“ - განმარტა გიორგი სიგუას ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.

Gem Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში შესვლამდე განაცხადა, რომ  საგამოძიებო სამსახურმა ოფისიდან ყველა სახის დოკუმენტაცია წაიღო. მისი თქმით, ფესტივალის დავალიანება უცხოელი პარტნიორების მიმართ 400 ათას ევროს შეადგენს, საქართველოში კი დავალიანება 100-150 ათასია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^