Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე, აქტიური მოქალაქე - პროექტი პანკისელი ახალგაზრდებისთვის

20 აგვისტო, 2017 19:42

 მე - აქტიური მოქალაქე - პანკისელი ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი დაიწყო.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიის წარმომადგენლები პანკისის ხეობის საჯარო სკოლებს სტუმრობენ და სკოლების ბიბლიოთეკებს თანამედროვე ლიტერატურით ანახლებენ. პროექტმა სტარტი დუისის სკოლიდან აიღო, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან გაიმართა დისკუსია ხეობაში არსებულს გამოწვევებსა და საჭიროებებზე.  იმსჯელეს ახალგაზრდების კულტურულ, სოციალურ და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობაზე.  

პროექტის ფარგლებში დემოკრატიის ლაბორატორია სხვადასხვა სტუმართან ერთად პანკისის ხეობაში არსებულ ყველა სკოლას ეწვევა.

“მე, აქტიური მოქალაქე” საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. მისი მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ღია დისკუსიების წახალისება და მოტივაციის გაზრდა სამომავლო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^