Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს

21 აგვისტო, 2017 19:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და მიიღებს მონაწილეობას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის  მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული  ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის  სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის  საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ. 21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს აღნიშნული  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოსვე ინფორმაციით, აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და  საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას  მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში.

ბორჯომში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა.   ადგილზე 200-მდე  მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან მოხალისე ჯგუფებიც. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^