Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი: ბორჯომში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი

22 აგვისტო, 2017 11:37

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. ამის შესახებ  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა  თორნიკე გვაზავამ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, რის ლოკალიზებასაც ახერხებენ. 

გვაზავას თქმით, ადგილზე მუშაობს 300 მეხანძრე, დაახლოებით  100  მეტყევე და მოხალისეები. ასევე ხანძრის ჩასაქრობად  სამი  ვერტმფრენი მუშაობს, რომელთაგან ერთი აზერბაიჯანულია.  გვაზავას თქმით, ელოდებიან თურქეთიდან დახმარებას 2 ვერტმფრენის სახით, რომელიც შუადღისთვის იქნება ადგილზე. 

„შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი “, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა. 

ბორჯომის ხეობაში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.  რა დროსაც, სავარაუდოდ, დამწვარი იყო 5 ჰა. თუმცა 21-ში საღამოს ძლიერი ქარის გამო გაჩნდა ცეცხლის ახალი კერები. 

ფოტო: თინათინ კიღურაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^