Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრი: ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობს შსს-ს 500 თანამშრომელი შეუერთდა

22 აგვისტო, 2017 12:16

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი შეუერთდა. 

„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა 300 მეხანძრე-მაშველი. დილით მათ შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. ასევე ჩართულია ავიაცია,  შსს-ს ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთი ვერტმფრენი.

ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უკეთესობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც წუხელ გვქონდა.  იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამინდი ხელს შეგვიწყობს და მოგვეცემა იმის საშუალება, რომ მოვახდინოთ ხანძრის ჯერ ლოკალიზება, შემდეგ ლიკვიდაცია“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის“ ეთერში. 
მისი თქმით, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. 

ბორჯომის ხეობაში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.  რა დროსაც, სავარაუდოდ, დამწვარი იყო 5 ჰა. თუმცა 21-ში საღამოს ძლიერი ქარის გამო გაჩნდა ცეცხლის ახალი კერები.  

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. 

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია ...

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას ღია წერილით მიმართავს. პლ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან ...

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

ადვოკატი: სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავე ...

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ ...
^