Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დასახმარებლად, თუმცა საჭირო არ არის

22 აგვისტო, 2017 14:35

პრემიერის თქმით, რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის, თუმცა არსებულ ვითარებაში ეს საჭირო არ არის. 

„ჩვენ უნდა განვიხილოთ  ყველა ვერსია და ვარიანტი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა. უბრალოდ, არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ ამ ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სომხეთი გზავნის ეკიპაჟებს დასახმარებლად. 

„ასევე მინდა ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია. ასე რომ, საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული. ვფიქრობ, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ, ქარSA და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას“, - თქვა პრემიერმა. 

ბორჯომის ხეობაში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.  რა დროსაც, სავარაუდოდ, დამწვარი იყო 5 ჰა. თუმცა 21-ში, საღამოს, ძლიერი ქარის გამო, გაჩნდა ცეცხლის ახალი კერები.   საგანგებო შტაბის ინფორმაციით, დამწვარია ათეულობით ჰექტარი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^