Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თალაკვაძე: საჯარისო დანაყოფების ჩართვა ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება

23 აგვისტო, 2017 0:27

პარლამენტის ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

თალაკვაძის განმარტებით, კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს „სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებას” და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში. 

„საჯარისო დანაყოფების ჩართვის შესახებ შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ეს ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას, რომელიც დამოუკიდებელი საკითხია.

ხვალ შეიკრიბება საგანგებო სხდომა. ამ გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად დავამტკიცებთ და საჯარისო დანაყოფები ჩაერთვებიან ატენის ხეობაში სახანძრო ოპერაციაში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“- თან საუბრისას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გორში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში იწვის წიწვოვანი ტყე იწვის. რომ მეხანძრე - მაშველები ადგილზე მუშაობენ, ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^