Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალავიძე: ვერ ვიტყვით, რომ მალე მოვრჩებით და ერთ ან ორ დღეში ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ

23 აგვისტო, 2017 9:48

ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერები არსებობს, თუმცა იმ მასშტაბის არ არის, რაც გუშინ და გუშინწინ გვქონდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ალავიძემ აღნიშნა, ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, რომ მოსახლეობაში არ გავრცელებულიყო ხანძარი. ეს ამოცანა შესრულებულია. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ დილით, ვიდრე გუშინ ღამე იყო. ვერ ვიტყვით, რომ ამას მალე მოვრჩებით და ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში, რადგან დიდი ფართობია დაზიანებული. დღის განმავლობაში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. ჩვენი მეზობლები - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან რამდენიმე ათეული ცოცხალი ძალით და რამდენიმე ათეული სპეცტექნიკით შემოგვიერთდნენ. ხანძრის კერები არსებობს, თუმცა იმ მასშტაბის არ არის, რაც გუშინ და გუშინწინ გვქონდა. კრიტიკული კერა, ფაქტობრივად, არა გვაქვს. არის რამდენიმე რთული უბანი ძნელ მისადგომ ადგილებში“, - განაცხადა ალავიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^