Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ატენის ხეობაში ხანძარი ჩააქრეს

23 აგვისტო, 2017 9:57

ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ინფომაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეები მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ, თავდაპირველად ხანძრის კერების ნიჩბებით იზოლირება, შემდეგ კი მეხანძრეების დახმარებით წყლის ჭავლით დამუშავება მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დაახლოებით, 80 გრადუსიან მთის ფერდობზე ხანძრის ლოკალიზებულ კერებთან წყლის ჭავლის მიყვანა მოხერხდა და გამთენიისას ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოხდა. 

ადგილზე სამხედროებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი. ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ნახანძრალ ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე დარჩება, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს პრევენციის მიზნით ორი დღის განმავლობაში განახორციელებენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკრაინაში ვიზიტი გააუქმეს. 

„ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა. სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს გამართავს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^