Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი ბორჯომში ხანძარზე: ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება

23 აგვისტო, 2017 12:13

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობას უხდის. პრეზიდენტი ასევე მადლიერებას გამოხატავს იმ სახელმწიფოების მიმართ, ვინც სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარება აღუთქვა. 

„ჟურნალისტები ყოველდღიურ რეჟიმში თვალს ადევნებთ, თუ როგორ მუშაობს შტაბი და ტექნიკა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან იმისთვის, რომ სტიქია იყოს ლოკალიზებული. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს შეირაღებულ ძალებს, რომლებმაც მოახდინეს ხანძრის ლოკალიზება ატენის ხეობაში. ამ რთულ მომენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ისიც, თუ რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს - სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსელები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან. ამ მომენტში ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომლებიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურნენ და დაგვეხმარნენ. ამ წუთებში ხდება ლოკალიზება იმ კერების, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა არის აუცილებელი. ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება",- განაცხადა პრეზიდენტმა. 

რაც შეეხება შესაძლო დივერსიას, პრეზიდენტის თქმით, კითხვის ნიშნები პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ უნდა დაისვას. 

„გუშინაც ვთქვი, როდესაც არის პრობლემა, ყველა ვერთიანდებით პრობლემის გარშემო. როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, შემდეგ ვიწყებთ კითხვის ნიშნების დასმას და მათზე პასუხს. ეს არის წესი, რომელსაც ყველამ უნდა მივდიოთ ერთად",- განაცხადა პრეზიდენტმა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^