Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბორჯომში, სადაც ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიცია მუშაობს

23 აგვისტო, 2017 14:48

ბორჯომის ტყეში, სადაც ბენზინის ბიდონი იპოვეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოხდა რეაგირება ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც. 

ბორჯომის ტყეში ბიდონის პოვნის თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა აკა სინჯიკაშვილმა გაავრცელა.

„დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა. შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში“, - წერს სინჯიკაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 სექტემბერი
23 სექტემბერი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორ ...

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.&nb ...
23 სექტემბერი
23 სექტემბერი

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მა ...

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა სოფელ სკრასთან ქალი გაიტანა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2 ...
23 სექტემბერი
23 სექტემბერი

დაბა წაღვერში გაჩენილი ხანძრის ქრობის პრ ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრ ...
^