Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასულიერო პირებმა სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს

23 აგვისტო, 2017 15:40

სინოდის წევრებმა სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისი აღავლინეს. შემდეგ კი ისინი ბორჯომის ხეობაში შექმნილ საგანგებო შტაბში მივიდნენ. როგორც ჟურნალისტებს  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლიმ განუცხადა, ასეთ დროს ერი და ბერი ერთად უნდა გაერთიანდეს. სასულიერო პირებმა, პატრიარქის დავალებით, სტიქიასთან მებრძოლი ადამიანებისთვის ბორჯომის ხეობაში საკვები და სასმელი ჩაიტანეს.

„ამ ურთულეს ვითარებაში ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი ფიზიკური და სულიერი ძალების მობილიზება. ვამბობთ „ღმერთის გარეშე არაფერი ხდება“, მაგრამ არ შეიძლება ადამიანების ძალისხმევის გამორიცხვა. ადამიანის შრომაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების შეთანხმებულ მუშაობაზე. წარმატება ვუსურვეთ და ვლოცულობთ ყველა სამლოცველოში, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი. ამ განსაცდელს ერისა და ბერის ერთად დგომა სჭირდება. ჩვენ ერთობით ყველაფერს დავძლევთ და იმედი მაქვს, რომ ამ განსაცდელიდან უფრო დიდ გამოცდილებას მივიღებთ და კიდევ უფრო გავძლიერდებით",- განუცხადა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^