Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჰაერის ხარისხი ნორმაშია

23 აგვისტო, 2017 15:55

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ და სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში - ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში,  ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.

სააგენტოს განმარტებით, კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები,  აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი.

„აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც“,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ნოემბერი
23 ნოემბერი

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" ღია ...

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" საქართველოს პარლამენტის წევრს, გიგა ბუკიას ღია წერილით მიმართავს. პლ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს 10-დან ...

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგ ...
23 ნოემბერი
23 ნოემბერი

ადვოკატი: სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავე ...

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ ...
^