Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„2030 წლიდან ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 53% გაიზრდება, ხოლო ნახშირორჟანგის ემისიები 55 %ით მოიმატებს, გამოსავალი ენერგოეფექტურობაა“

23 აგვისტო, 2017 16:25

ექსპერტები და სპეციალისტები  ენერგოეფექტურობის აუცილებლობაზე საუბრობენ და უნიკალურსა და დროულს უწოდებენ ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებს და მისი გამოყენების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს.

შესაბამისად,ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში?

მთავარობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებები სდანერგვა მოსახლეობას ხელსშეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდება გადასახდელი თანხის რაოდენობაც და დადებითად აისახება.

როგორც ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ თანადამფუძნებელი დამთავარიაღმასრულებელიდირექტორი გიორგი ცინცაძე აღნიშნავს „ამ მიმართულებით საქართველოში ყინული უკვე დაიძრა და ეს მისასალმებელია“,  თუმცა მისივე თქმით,  მსოფლიო ბაზარზე არსებული შეთავაზებები მოსახლეობისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის „ვესტუსის“ გარდა. ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე აღნიშნულ  პროდუქტზე მოთხოვნადიდია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარისხთან და ფასთან მიმართებაში „ვესტუსის“ ანალოგი საქართველოში არ მოიძებნება, რაც კვლევებმაც დაადასტურა. 

როგორც ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი გელა გელაშვილი განმარტავს 2030 წლიდან ენერგომატარებლებზე მოთხოვნა 53 პროცენტით გაიზრდება ,ნახშირორჟანგის(CO2) ემისიები კი 55 %ითმოიმატებს, გამოსავალი ენერგოეფექტურობაა. ამასთან, ფიზიკოსი დღეს არსებულ თბოდანაკარგებზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-,ხოლო იატაკიდან 13%-შეადგენს და აშ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ნანო ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გამოყენებით  ფუნდამენტების,  კედლების და სახურავების ჰოდროიზოლაცია, მთალიანად ნაგებობის, მათ შორის ცხელი და ცივი წყლის მილების,  თბოიზოლაციით უზრუნველყოფა და ა.შ. „ნანო ტექნოლოგიებით შესაძლებელია 25 მიკრონის დიამეტრის მიკრო სფეროს მიღება, რომელიც არის მთავარი კომპონენტი ვესტუსის თბოიზოლატორში“.

როგორც ირკვევა, სამშენებლო ბაზარზე ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პროდუქტი მოთხოვნადი ხდება.„ვესტუსის“ გამოყენებით მოსახლეობა დაზოგავს ზამთრის პერიოდში  ძვირდაღირებულ გაზს, დენს, შეიქმნის ფინასურ და გარემო კომფორტს, ჩვენი ქვეყანა დაზოგავს მყარ ვალუტას და გახდება შედარებით ენერგოდამოუკიდებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^