Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შს მინისტრი: ამ ეტაპზე ხანძრის მხოლოდ ერთი ახალი კერაა

23 აგვისტო, 2017 18:15

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, სხვა დღეებთან შედარებით ქარი ძლიერია, მაგრამ ამის მიუხედავად, სამუშაოები არ ჩერდება. 

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის მხოლოდ ერთი ახალი კერაა და იქ უკვე იმყოფებიან შსს-ს თანამშრომლები.

"ხედავთ რომ ქარია, ასეთი ქარი არ ყოფილა არც გუშინ და არც გუშინწინ, რაც უფრო ზემოთ მიდიან ჩვენი თანამშრომლები, მით უფრო ძლიერდება ქარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ არ ვაჩერებთ ერთი წამით მუშაობას და შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ახალი კერები ამ ეტაპზე არ გვაქვს, გარდა ერთი გამონაკლისისა, მაგრამ იქაც უკვე გაჭრილია გზა, მისული არიან ჩვენი თანამშრომლები", - თქვა შს მინისტრმა.

მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე, მათ შორის დივერსიაზე.

გიორგი მღებრიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ყველა დამსვენებელს ამოწმებენ. თუმცა, მისი თქმით, ის ვინც ინტერესის ობიექტია, მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^