Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: შევიძინეთ ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის

23 აგვისტო, 2017 21:39

დღის მეორე ნახევარში გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეჯამებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია, როგორც ავიაციის, ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

„დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა. იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, რათა დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ მუშაობა, ისევე როგორც დღეს მთელი დღის განმავლობაში, ავიაციის მეშვეობით. ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით უფრო ცხადი სურათი გვექნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. 

„ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ქარზე. ამ წუთას გავრცელების საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის საშუალებით, რათა მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე და მოვახდინოთ იმ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების საშიშროება ყველაზე მაღალია“, - განაცხადა პრემიერმა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^