„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციამ აქციის კიდევ სამი მონაწილე დააკავა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციას აქციაზე დაკავებული აუდიტორია 115-ის წევრები ირაკლი კუპრაძე, ცოტნე ცოტნე ცხვედიანი, ასევე პროფრაკშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე რკინიგზის შენობიდან გამოჰყავდათ.
შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანების შეჩერება სცადეს, რასაც პოლიციასა და მონაწილეებს შორის ისევ მოჰყვა შეხლა-შემოხლა.
„აუდიტორია115-ის" ცნობით, დაკავებულები არიან გოგა სურგულაძე, გიგი ზაქაიძე, ილია ლეჟავა.