Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეთრი ხმაურის მოძრაობა „თანასწორობის მოძრაობის“ დაკავებულ წევრებს მხარდაჭერას უცხადებს

25 აგვისტო, 2017 14:09

„ბათუმში დაკავებული „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი პოლიციის მხრიდან ჰომოფობიის ნიადაგზე ფიზიკურ ძალადობის და შეურაცხყოფის მსხვერპლნი არიან“,- ამ განცხადებას თეთრი ხმაურის მოძრაობა „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს. 

მათი ინფორმაციით, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტები და მხარდამჭერები იმყოფებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და პროცესის დაწყებას ელოდებიან.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულებს, საქართველოს პოლიციას კი მოვუწოდებთ შეწყვიტონ მოქალაქეების მიმართ თავგასული და სისტემური ძალადობრივი ქმედებები“.

„თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი  ლევან ბერიანიძე და მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი დღეს, გამთენიისას ბათუმში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით აქვთ წაყენებული.

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით,  მათზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მიერ ჰომოფობიური ნიადაგზე. იურისტ ნინო ბოლქვაძის განმარტებით, მათ ამის შესახებ შსს-ს გენინსპექციას უკვე აცნობეს და მათგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს.

„თანასწორობის მოძრაობის“ დაკავებულ წევრებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^