Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურისტი: "თანასწორობის მოძრაობის“ დაკავებულ წევრებს ძალადობის ნიშნები აღენიშნებათ

25 აგვისტო, 2017 14:48

„დაკავებულებს ძალადობის ნიშნები აღენიშნებათ. სავარაუდოდ ამაზე პროკურატურას გამოძიებასთან დაკავშირებით მივმართავთ“,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ანა მდინარაძემ განაცხადა. ის "თანასწორობის მოძრაობის" დაკავებული წევრების უფლებებს იცავს.

მისი განმარტებით, სავარაუდოდ, დაპირისპირება ვიღაც უცნობებსა და დაკავებულებს შორის, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაიწყო. თუმცა პოლიციამ მხოლოდ „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები დააკავა და სხვა პირები - არა. იურისტი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაკავებულების ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანა მოხდება, რათა სასამართლომ ადმინისტრაციული ოქმის კანონიერების საკითხი შეისწავლოს. დაკავებულებს ძალადობის ნიშნები აღენიშნებათ. სავარაუდოდ, ამაზე პროკურატურას გამოძიებასთან დაკავშირებით მივმართავთ. . როგორც დაკავებულები განმარტავენ, ფიზიკურ დაზიანებებს აქვს ადგილი. როგორც ისინი ამბობენ, სამ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ, სწორედ ამ ფონზე განხორციელდა შეხლა-შემოხლა. დაპირისპირების მოტივად ამას ასახელებენ"-, აცხადებს ანა მდინარაძე.

თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი  ლევან ბერიანიძე და მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი დღეს, გამთენიისას ბათუმში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით აქვთ წაყენებული.

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით,  მათზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მიერ ჰომოფობიური ნიადაგზე. იურისტ ნინო ბოლქვაძის განმარტებით, მათ ამის შესახებ შსს-ს გენინსპექციას უკვე აცნობეს და მათგან სასწრაფო რეაგირება მოითხოვეს.

გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, მათ ამ საკითხზე მოკვლევა დაიწყეს.

ფოტო: ქეთა გაბუნია

„თანასწორობის მოძრაობის“ დაკავებულ წევრებთან სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
^