Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რკინიგზის შენობასთან გუშინ დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

25 აგვისტო, 2017 15:41

გუშინ რკინიგზის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი თავისუფალია. დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა და სასამართლო პროცესი გადაიდო. 

მათი სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.

ადვოკატი: აქციაზე დაკავებული 5 პირი მოვინახულეთ და მათ დაზიანებები აღენიშნებათ

საქართველოს რკინიგზის შენობასთან მოშიმშილე რკინიგზელების სოლდარობის აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. როდესაც ისინი პოლიციის მანქანებში გადაჰყავდათ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ისევ მოხდა, რის შემდეგ აქციის სხვა წევრებიც დააკავეს.

საქართველოს რკინიგზის შენობასთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა

15 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. 

ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის არიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

მოვითხოვთ „პროგრესბანკის" 3 წლის წინანდე ...

სასწრაფოდ მოვითხოვთ პროგრესბანკის საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ვიცე-მერი: საზოგადოებას ტრანსპორტში მგზა ...

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის   განცხადებით,    მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

დაპირისპირება პარლამენტში - გოგიჩაიშვილმ ...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის სხდომა დილიდან ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ...
^