Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექტემბერში ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა

29 აგვისტო, 2017 12:03

გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მოწვევით 11-12 სექტემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი თბილისს ეწვევა და გამართავს შეხვედრას ქართველ მკითხველთან.

მკითხველთან  შეხვედრა 12 სექტემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მთავარ სცენაზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველები 2 და 3 სექტემბერს, 12:00-დან 18:00-მდე გამომცემლობა „ინტელექტის“ ოფისში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N 5) უნდა მივიდნენ, სადაც ბილეთებს უფასოდ მიიღებენ. თითო ადამიანზე გაიცემა მაქსიმუმ სამი ბილეთი. თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს ნობელიანტი ავტორის შემდეგი წიგნები გამოსცა: „ჩერნობილის ლოცვა“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი), „ომს არ აქვს ქალის სახე“ (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე), „სექენდ ჰენდის დრო“ (მთარგმნელი ნინო ბექიშვილი). სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტთან დაკავშირებით საგანგებოდ გამოიცემა მისი კიდევ ერთი წიგნი „ცინკის ბიჭები“ (მთარგმნელი ზურაბ ქუთათელაძე).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^