Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გალტ ენდ თაგარტმა“ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 3 წლიანი ობლიგაციები

30 აგვისტო, 2017 14:25

„გალტ & თაგარტმა“ შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ (GLC) 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 3 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ეს არის ქართულ კომპანიებს შორის, კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთის ობლიგაციების განთავსება აშშ დოლარში. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა კიდეც ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეორედ აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები GLC–ის ობლიგაციებში. ხსენებული 3 წლიანი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები მომხმარებელს კუპონის ფიქსირებულ 7%-იან განაკვეთს სთავაზობს, რაც 2014 წლის სექტემბერში გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 1.75 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია“.

„მოხარული ვართ განვაცხადოთ „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების რიგით მეორე, წარმატებული გამოშვების შესახებ. ობლიგაციებზე  დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტ“-ის პროფესიონალიზმზე. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა  და GLC-იმომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას,“ განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარულივარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი GLC-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აშშ დოლარში დენომინირებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის საჯარო განთავსება საქართველოში ყველაზე დაბალ საპროცენტო  განაკვეთში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები დასაერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^