Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

30 აგვისტო, 2017 16:25

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისში მდებარე დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გუშინ მიიღო. როგორც ცენტრში აცხადებენ, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების პროგრამის მენეჯერი, თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ჩაღლარის სკოლების ქსელზე პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს,- მისივე თქმით, ერთი მხრივ იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ავტონომიურობა, მეორე მხრივ კი ილახება ავტორიზაციის საბჭოს რეპუტაცია.

„სამწუხაროდ, თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იმაზე მეტ გავლენას ახდენს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე, ვიდრე ეს შეიძლება გარკვეული ნორმის ფარგლებში არსებობდეს. ბოლო წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით იხურება ჩაღლარის სკოლების ქსელი, იხურება ის სკოლები, რომლებიც იყო კარგი სკოლები, ჰყავდათ წარმატებული მოსწავლეები. მაგალითისთვის, თუნდაც  აგვისტოს თვეში ჩვენი პრემიერი ამ სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს ულოცავდა ბუნებისმეტყველების ოლიმპიადებში მიღწევებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ხდება პოლიტიკური ზეწოლა ამ სკოლებზე, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი რომ, შევინარჩუნოთ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ავტონომიურობა. ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც ვინმემ შესაძლებელია მოიყვანოს იმის მტკიცებულებად, რომ ავტორიზაციის საბჭო იყო მართალი, რომ მისი მისია არის შეინარჩუნოს საქართველოში კარგი სკოლები, ფაქტია, რომ პრაქტიკულად ჩვენ  საწინააღმდეგოს ვხედავთ. ერთი მხრივ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის სუვერენიტეტი იზღუდება, მეორე მხრივ კი ავტორიზაციის საბჭოს რეპუტაცია საკმაოდ ილახება“,- ამბობს თამარ მოსიაშვილი.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე უფრო კონკრეტული შეფასება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა საბჭოს სხდომის ოქმი და დასკვნა გასაჯაროვდება.

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს

თამარ მოსიაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების თაობაზეც და ამბობს, რომ ჩაღლარის სკოლების ქსელის დახურვა სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

თურქეთის მხარის მოთხოვნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან გაიმართება

არ გადასცე! - ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად კანცერლარიასთან აქცია მიმდინარეობს

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^