Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუს განმარტება - რატომ უთხრა უარი მაუწყებელმა კონკურსით შერჩეულ პროექტებს

30 აგვისტო, 2017 18:56

 საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გამარჯვებული პროექტები Modem art  „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“  ვერ მოხვდება მაუწყებლის საეთერო ბადეში. 

აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია, რომ  აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების - „Modem/Art“, „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“ განხილვის შემდეგ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსით შერჩეულ პროექტზე უარი თქვა

„კომისიამ ასევე ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაეცა რეკომენდაცია, რომ წარმოებაში ჩაშვების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით იმუშავებდა პროექტის ავტორებთან ერთად, პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში.

აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების - „Modem/Art“, „სუპერ გმირი“ და „ოკულარი“ განხილვის შემდეგ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების წარმოებაში ჩაშვების თაობაზე მსჯელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები: 

„Modem/Art“

- პროექტის თავდაპირველ კონცეფციასთან შესაბამისობა, ყველა იმ ელემენტის რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელსაც ითვალისწინებდა თავად პროექტი, განხორციელების შესაძლებლობები, როგორც ტექნიკური, ასევე სხვა სახის რესურსების მოცულობის თვალსაზრისით, პროექტის თავსებადობა ბადესთან და მისი ელემენტების შესაბამისობა მოქმედ სარეკლამო/სასპონსორო სამართლებრივ რეგულაციებთან.

„სუპერ გმირი“ 

- პროექტის განხორცილებისათვის საჭირო ლოკაციის - სტუდიის გამოყოფას ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ მიმდინარე ცვლილებების - ინფრასტრუქტურული ცვლილებების, ტექნიკური გადაიარაღების გეგმის რეალიზაციის მსვლელობის და ა. შ. გამო, რაც ზღუდავს მაუწყებლის ტექნიკურ რესურსებს.

- რაც შეეხება თავად პროექტის ავტორების მიერ შემოთავაზებულ ერთადერთ შესაძლო გარე ლოკაციას, მიუხედავად წერილობითი დადასტურებისა, რომ კერძო კომერციული ობიექტის მხრიდან არ იქნება წარდგენილი რაიმე სარეკლამო განთავსების მოთხოვნა, გარდაუვალია ობიექტის იდენტიფიცირება და სხვა ცალკეული კომერციული ობიექტების წარმოჩენა გადაცემის გადაღების პროცესში. იმის გათვალისწინებით, რომ საბავშვო გადაცემაში აკრძალულია ე.წ. Product Placement-ი, -მცდელობა იმისა, რომ კადრში არ გამოჩნდეს სხვა კომერციული სუბიექტები, პირდაპირ გავლენას მოახდენს ხარისხზე;

„ოკულარი“ 

- ცალკეული ელემენტების საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებულ ვებ-გვერდზე არსებულ კონტენტში ინტეგრირების შესაძლებლობაზე და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ ეტაპზე არ განიხილება პროექტ „ოკულარი“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი. 

აღმასრულებელი საბჭო წარმოადგენს გენერალური დირექტორის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს,  რომლის მიერ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციას გენერალური დირექტორი უცვლელად იზიარებს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^