Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ 69 გრამი მარიხუანის ფლობის საქმეზე ბექა წიქარიშვილს 2 000 ლარი ჯარიმა დააკისრა

31 აგვისტო, 2017 12:03

69 გრამი მარიხუანის ფლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა წიქარიშვილს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„ბექა წიქარშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 3 800 ლარის ოდენობით", - განაცხადა მოსამართლემ, ლელა ნოზაძემ.

როგორც მოსამართლემ განმარტა, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით [18 დღე], ბექა წიქარიშვილს შეუმსუბუქრდა დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, მას სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება უფლებების შეზღუდვას, წიქარიშვილს10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო, ფარმაცევტული საქმიანობის, ასევე აფთიაქის დაფუძნების, წარმომადგნენლობისა და ხელმძღვანელობის უფლებები, ხოლო 5 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენა-ძენახვისა და ტარების უფლება.

წიქარიშვილი 2013 წლის მაისში 69 გრ მარიხუანას ფლობისთვის იყო დაკავებული. მას კანონის ძველი რედაქციით 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

სწორედ აღნიშნული საქმის გასაჯაროება გახდა გარდამტეხი ქვეყნაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტალღის დაწყებისთვის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფართო საზოგადოებრივ პროტესტს, ჯერ კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის”, ხოლო მოგვიანებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" სახით.

საზოგადოებაში სადისკუსიო სივრცის გაჩენის გარდა, წიქარიშვილის საქმე გარდამტეხი აღმოჩნდა საკანონმდებლო კუთხითაც. საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში, საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი „ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცენდენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში მიმდინარე წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით 5 გრ-დან 70 გრ-მდე მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს", - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ამგვარ შემთხვევებში ჯარიმა არ უნდა იყოს 2 000 ლარზე ნაკლები, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის (500 ლარი) ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^