Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემირელის სკოლის დირექტორი: ავტორიზაციის საბჭოს წევრების კომენტარები, რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია

04 სექტემბერი, 2017 10:38

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დირექტორი ნინო კავთიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ავტორიზაციის საბწოს წევრების კომენტარები რიგ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია.

„2017 წლის  29 აგვისტოს ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ  დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს უარი უთხრა ავტორიზაციის მინიჭებაზე. აღნიშნულ უარს მოჰყვა მასმედიის სხვადასხვა  საშუალებით ავტორიზაციის საბჭოს წევრების კომენტარები, რომლებიც რიგ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია.

31 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ მედია საშუალებებით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია  საბჭოს სხომის მიმდინარეობისა და ჩემ  მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. სხვადასხვა სააგენტოებისა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ სანიკიძე აღნიშნავდა,   თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, კერძოდ მან აღნიშნა:  „საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა  პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც  უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე“. ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი გადამოწმება შესაძლებელია ავტორიზაციის საბჭოს სხომის ოქმის ჩანაწერების საშუალებით. საბჭოს სხდომაზე მე განვმარტე თუ როგორ ხდება სასწავლო წლის  საერთო სტრატეგიის შემუშავება სკოლის დამფუძნებლების მიერ. ეს  არასწორი ინფორმაცია  უხეშად ლახავს  ჩემს პატივსა და ღირსებას. აქვე აღვნიშნავ, რომ დემირელის  სახელობის კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე 2016 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც უცხოელი მოსწავლეები უკვე სწავლობდნენ კოლეჯში და  დაწყებული იყო განათლების აღიარების პროცესი, რომელსაც თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახოციელებს განათლების სამინისტროთან ერთად“,- ნათქვამია განცხადებაში. 

*********

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს

როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

თურქეთის მხარის მოთხოვნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან გაიმართება

არ გადასცე! - ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად კანცერლარიასთან აქცია მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^