Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დემირელის კოლეჯის გადასარჩენად“ - 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება

04 სექტემბერი, 2017 11:00

„აქცია დემირელის კოლეჯის გადასარჩენად“ - დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის მხარდასაჭერად ხვალ, 5 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავენ.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია გეგმავს გაასაჩივროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული  გადაწყვეტილების ოფიციალურად  გამოქვეყნების შემდეგ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი კონსულტაციას გაივლის ადვოკატებთან და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს,   რათა არ შეილახოს  სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები.  ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით  მონიჭებული გასაჩირების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილება“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს

როგორც ავტორიზაციის საბჭოს-ერთ-ერთმა წევრმა, რევაზ აფხაზავამ „ლიბერალს“ უთხრა, ავტორიზაციის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დასკვნა მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავდა, თუმცა მისი თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს არგუმენტირებულად განემარტათ ამგვარი დარღვევების მიზეზები.

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

თურქეთის მხარის მოთხოვნით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ აქცია პარლამენტთან გაიმართება

არ გადასცე! - ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად კანცერლარიასთან აქცია მიმდინარეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^