Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვერ გაიარა რეავტორიზაცია დემირელის კერძო კოლეჯმა - ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა

04 სექტემბერი, 2017 12:33

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს 29 აგვისტოს სხდომის ოქმი და დასკვნა გამოაქვეყნა. 

იხილეთ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა: 

იხილეთ საბჭოს სხდომის ოქმი:

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო. როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია გეგმავს გაასაჩივროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული  გადაწყვეტილების ოფიციალურად  გამოქვეყნების შემდეგ, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი კონსულტაციას გაივლის ადვოკატებთან და  არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს,   რათა არ შეილახოს  სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უფლებები.  ვაპირებთ, გამოვიყენოთ კანონმდებლობით  მონიჭებული გასაჩირების უფლება, რათა ბათილად იქნას ცნობილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის საბჭოს  გადაწყვეტილება“,- ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

ტაბატაძე: ავტორიზაციის საბჭო იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^