Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: ჯერ კიდევ არის კერძო სკოლები, სადაც მენეჯმენტი კანონის მოთხოვნებს მსუბუქად უდგება

04 სექტემბერი, 2017 19:14

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის მიზეზი სკოლაში არსებული მძიმე დარღვევები იყო. 

„მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ წელიწადში 10-15 სკოლა ვერ იღებს ავტორიზაციას, ანუ სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არის კერძო სკოლები, სადაც დამფუძნებლები და მენეჯმენტი კანონის მოთხოვნებს ცოტა მსუბუქად უდგებიან. ნებისმიერი სკოლა, მიუხედავად მისი პროფილისა და განათლების ხარისხისა, ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს კანონების მოთხოვნებს“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დემირელის სკოლამ რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო. როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ადმინისტრაცია გეგმავს გაასაჩივროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

რატომ ვერ გაიარა რეავტორიზაცია დემირელის კერძო კოლეჯმა - ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

ტაბატაძე: ავტორიზაციის საბჭო იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 სექტემბერი
23 სექტემბერი

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4-ბალიანი შტორ ...

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.&nb ...
23 სექტემბერი
23 სექტემბერი

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მა ...

ბორჯომი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა სოფელ სკრასთან ქალი გაიტანა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2 ...
23 სექტემბერი
23 სექტემბერი

დაბა წაღვერში გაჩენილი ხანძრის ქრობის პრ ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრ ...
^