Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაძლოა ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის უფლება მიანიჭონ

06 სექტემბერი, 2017 14:47

საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, საავტომობილო გზების  დეპარტამენტს უფლებამოსილება ენიჭება, რომ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან ორივე მხარეს, არაუმეტეს 15 მეტრის ფარგლებში მდებარე, არსებული ხეების (გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირებაზე თანხმობა გასცეს.

კანონპროექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  რეგულაციის მიღმა რჩება ის შემთხვევა, როდესაც უნდა მოიჭრას ისეთი ხეები ან მოხდეს ისეთი მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება, რომელიც არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, კერძო საკუთრებაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე და დაცულ ტერიტორიებზე.

„ამ შემთხვევაში, ვინაიდან, არ არსებობს შესაბამისი ორგანო, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საგზაო უსაფრთხოების მიზნით მოჭრას ხეები და მოახდინოს მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება. ასეთი ქმედების, რაიმე სახის თანხმობის გარეშე განხორციელების შემთხვევაში, დეპარტამენტი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეგულაციის შემოღება“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების თქმით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძიდან 15- მეტრიანი მონაკვეთი არის მაქსიმალური მანძილი, სადაც ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების წარმოება.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ იმისთვის, რომ მოხდეს იმ ხეების აღრიცხვა, რომელიც მოიჭრება და რომელთა ვარჯის ფორმირებაც მოხდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ხეების მონიშვნისა და აღრიცხვის წესის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრას.

კანონპროექტის ავტორების თქმით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ხშირია ხმელი ხეების და ტოტების ჩამოვარდნის შემთხვევები, რაც საფრთხეს უქმნის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო გადაადგილებას და ზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკს. ამასთან, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მძღოლების ორიენტირებისა და შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებისათვის მოწყობილია სხვადასხვა დანიშნულების საგზაო ნიშნები, რომლებიც ხშირად იფარება ხის ტოტებით და აუცილებელია მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების ჩატარება, იმისთვის, რომ საგზაო ნიშნები აღქმადი იყოს მძღოლებისათვის.

„აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებას, ვინაიდან, რეგულაციების არარსებობის გამო, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოჭრას ხეები ან მოახდინოს მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება, როდესაც ხეები და მერქნიანი მცენარეები საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას და უსფრთხოებას“, - აცხადებენ ავტორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^