Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბიბლუსში" იყიდება საქართველოს რუკა-სუვენირი აფხაზეთის გარეშე - „ბიბლუსის" განმარტება

11 სექტემბერი, 2017 22:54

მოქალაქე ნინო მჭედლიძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ მან მაღაზია „ბიბლუსში" სხვადასხვა სათამაშოსა და სუვენირთან ერთად ნახა საქართველოს რუკის ფორმის სუვენირი - აფხაზეთის გარეშე.

როგორც ნინო ჰყვება, სუვენირი ჟვანიას მოედანზე მდებარე ფილიალში ნახა, და ფოტოც იქ გადაუღო. „შევამოწმე მოტეხილი ხომ არ იყო შემთხვევით, შერბენით ვიყავი და ყიდვაც ვერ მოვასწარი", - ამბობს ნინო.


I love georgia - ვკითხულობთ სუვენირზე, რომელიც 4 ლარი ღირს.

რამდენიმე წუთის წინ მაღაზიათა ქსელმა თავის ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც,  „ქსელში შემოვიტანეთ, რა თქმა უნდა, ისეთი სუვენირი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა, როგორც გაირკვა, მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი".

„ბიბლუსის" განცხადების მიხედვით, კომპანიის იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს.

„საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და, რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

სინოდი: კანაფის დამზადების ნებართვა ნარკ ...

დღეს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მღვდელმთავრებმა რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. როგორც სინოდის სხდომის ოქმიდან ჩანს, მა ...
22 ივნისი
22 ივნისი

სინოდი: ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანე ...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შ ...
21 ივნისი
21 ივნისი

საპატრიარქომ სინოდის სხდომის ოქმი გამოაქ ...

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა. საპატრიარქოში მღვდელმთავრები 7 თვის შემდეგ პირველად შ ...
^