Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია

12 სექტემბერი, 2017 11:16

თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია,- ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის საერთო ღირებულება: 40 000 USD და 20 500 ლარია.

თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესოპერატორებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ინტერნეტის ამოქმედება დადებითად აისახება თუშეთის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით თუშეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა, მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მიყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^