Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: გზად შევივლი სასამართლოში, რომ დავიცვა ჩემი უფლებები

12 სექტემბერი, 2017 12:50

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი შემოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ შემოიაროს უკრაინის რეგიონები, ასევე ჩავიდეს კიევში და სასამართლოს გზით იბრძოლოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად.

„ძალიან მომწონს ლვოვის ცენტრში ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ გამოდის, ჩემი ხელფასი, რომელსაც ვიღებდი როგორც წამყვანი, იყო 40-50 ათასი გრივნა. ეს კარგი ანაზღაურებაა. ასევე მაქვს ანაზღაურება, რომლითაც არ შემიძლია ვისარგებლო, რადგან დამიხურეს ანგარიში, დოკუმენტები აქ არ მაქვს. როდესაც აქ ჩამოვედი, მზად იყო ნომრები და როდესაც გავემგზავრები, დღეს ან ხვალ, მე ვაპირებ უკრაინის ტერიტორიაზე გავლას. მე გამოვაცხადებ ტურნეს უკრაინაში, მოვივლი ყველა ქალაქს, წავალ ხარკოვში, ოდესაში, შემდეგ გავემგზავრები კიევში, იმისთვის, რომ შეწყვიტონ ეს ისტორია, მოდიან აქ და ხელს მიშლიან გეგმების განხორციელებაში.

„ნუ ნერვიულობთ, ამაზე თანხები მეყოფა. უკრაინის ტერიტორიაზე ვიმოგზაურებ, გზად შევივლი სასამართლოში, რომ დავიცვა ჩემი უფლებები. თუკი ეს არის თქვენთვის მთავარი კითხვა, როგორ ვიხდი ნომრის ღირებულებას, ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, მის შემოსავლებთან დაკავშირებით.

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ ოქმი გააცნეს

ვიდეო: სააკაშვილის მხარდამჭერებმა საზღვარი გაარღვიეს და ის უკრაინაში გადაიყვანეს

უკრაინის შს მინისტრი: გამოძიება დაიწყო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^