Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქალაქე: ოთხ ადამიანს, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა გვცემეს

12 სექტემბერი, 2017 15:14

გუშინ, გვიან ღამით ქობულეთში ოთხ ადამიანს სცემეს. მაისურებზე წარწერის გამო დაზარალებულები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები პოლიციის თანამშრომლები არიან. ინფორმაციას ტელეკომპანია TV25 ავრცელებს.

„გუშინ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე მე, ჩემი მეგობრები და ჩემი ძმა კლუბში წავედით. გვიანი იყო და დაკეტილი დაგვხვდა. უკან წამოვედით და დავინახეთ, რომ ერთ-ერთი ძველი შენობის უკან 8 ადამიანი მოდიოდა. მანამდე დავინახე, როგორ გადმოვიდა პიკაპი ზღვის მხარეს და შუქები ჩააქრო. მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. რვავე მორბოდა და გამიკვირდა, ამ შუაღამისას სპორტსმენებს აქ რა უნდათ-მეთქი. რომ მოგვიახლოვდნენ, რასაც ჰქვია, „კატოკით“ გადაგვიარეს. შევამჩნიე, რომ მაისურზე შსს ეწერათ. მოსული ტანის იყო რვავე და სპეცდანიშნულების რაზმიდან იქნებოდნენ“,- ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული, მალხაზ გირითილაძე.

TV25-ის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს გადაადგილება უჭირს, რადგან თავის ტრავმები აქვთ, ერთ-ერთს მსუბუქი ფორმის ტვინის შერყევა აქვს, მეორეს კი ნეკნები აქვს დაზიანებული. 

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ცემის ფაქტზე, სსკ-ის 126-ე მუზლით(ძალადობა) დაიწყო. ხოლო პირების იდენტიფიცირების მიზნით მოკვლევა მიმდინარეობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^