Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია საზოგადოება საქართველო: ინფორმაცია სოროსის ფონდების დახურვის შესახებ სიმართლე არ არის

12 სექტემბერი, 2017 22:00

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ე.წ სოროსის ფონდების დახურვასთან დაკავშირებით ისრაელში, უნგრეთსა და მაკედონიაში. „ღია საზოგადოება - საქართველოს“ განცხადებით, ფონდს არასოდეს ჰქონია ოფისი ისრაელში.

„ღია საზოგადოების ფონდების ერთერთი სათავო ოფისი არის უნგრეთში, კერძოდ ბუდაპეშტში. უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დახურულიყო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, თუმცა ამას საზოგადოების მწვავე რეაქცია და გამოსვლები მოჰყვა. შედეგად, უნივერსიტეტი დღესაც ფუნქციონირებს.

შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას ღია საზოგადოების ფონდი მაკედონიაში და განაგრძობს ისეთი ინიციატივების დაფინანსებას, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპაში“, - წერია განცხადებაში. 

„ქართველთა მარშის“ წარმომადგენლები დღევანდელ აქციაზე „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დახურვას მოითხოვდნენ. აქციის ორგანიზატორებმა განცხადეს, რომ ისრაელში უნგრეთსა და მაკედონიაში „ღია საზოგადოების“ ოფისები დახურეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^