Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობის კანცელარიასთან დემირელის სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები აქციას მართავენ

13 სექტემბერი, 2017 12:50

მთავრობის კანცელარიასთან დემირელის სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით მთავარი მოთხოვნა სკოლისთვის ყადაღის მოხსნაა, რათა სკოლამ ახალი სახელით განაგრძოს მუშაობა და დაჩქარებული წესით გაიაროს ავტორიზაცია.

„დაგვიბრუნეთ დემირელის კოლეჯი. ნუ დატოვებთ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების გარეშე“,- ამ მოთხოვნით მშობლებმა პეტიცია გაავრცელეს, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის ხელმძღვანელობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტია. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 6 კერძო სკოლა მზად არის, დემირელის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სრულად მიიღონ. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლის მოსწავლეების ნახევარი, დაახლოებით 170 მოსწავლე უკვე სხვა სკოლებში გადავიდა.

თუმცა დემირელის სკოლის მოსწავლეთა მშობლები ამბობენ, რომ კოლეჯი აკადემიური მოსწრების მიხედვით მათი შვილების სწავლას აფინანსებდა, მოსწავლეებს ჰქონდათ სასწავლო გრანტი, იმავე პირობებს კი არც ერთი კერძო სკოლა მათ არ სთავაზობს. 

ჩაღლარის ქსელის თბილისში მდებარე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა  რეავტორიზაცია ვერ გაიარა და დახურეს. გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 29 აგვისტოს მიიღო.

როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, ავტორიზაციისთვის საჭირო სამივე სტანდარტი დარღვეული იყო, მათ შორის, გამოვლინდა უკანონო ქმედებები.

რატომ ვერ გაიარა რეავტორიზაცია დემირელის კერძო კოლეჯმა - ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა

სკოლის ადმინისტრაცია გეგმავს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ სკოლის მოსწავლეების მშობლები, რომლებმაც 5 სექტემბერს სკოლის მხარდაჭერის მიზით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიზაცია შეუწყდა რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმსაც. სკოლაში სასწავლო პროცესი 13 თებერვალს შეწყდა. სკოლამ 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გაასაჩივრა. 20 თებერვალს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის შუამდგომლობა აქტის შეჩერებაზე არ დააკმაყოფილა, სკოლას უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, რომ აქტის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო.

საია: შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია

TDI: შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას

განათლების სამინისტრო: შაჰინის სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა კანონმდებლობის დარღვევით მოხდა

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

თამარ მოსიაშვილი: იხურება წარმატებული სკოლა, ეს პოლიტიკურ ზეწოლაზე მიუთითებს

ტაბატაძე: ავტორიზაციის საბჭო იქცა სადამსჯელო ინსტიტუტად, რითაც არსობრივად გაანადგურა საკუთარი ინსტიტუცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^