Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა პოზიცია აქვს სამინისტროს მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასარჩელო მოთხოვნაზე

13 სექტემბერი, 2017 15:08

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელის შესაგებელს აქვეყნებს.

სარჩელის საგანი სამინისტროს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაა, რომლითაც დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს უარი ეთქვათ საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. როგორც სარჩელში იყო აღნიშნული, სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის საქმის გარემოებები, მიიღო დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

მხარე პირველ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი სრულიად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაბათილების საფუძველი.

მხარე ასევე არ ეთანხმება მე-2 სასარჩელო მოთხოვნას.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თავშესაფრის მაძიებლის განაცხადის განხილვისას სანდოობის შესაფასებლად გამოვლინდა შემდეგი არსებითი ფაქტები:

1. თავშესაფრის მაძიებლების იდენტობა;

2. ფეტულაჰ გიულენის მომხრეობა/მხარდამჭერობა;

3. თავშესაფრის მაძიებლის მიმართ თურქეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე;

4. განმცხადებლის მეუღლის მისამართით განხორციელებული მუქარა.

„გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელმა არაერთგვაროვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ფეტულაჰ გიულენის მომხრეობა/მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი თავშესაფრის სამმართველომ სანდოდ მიიჩნია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის ფ. გიულენის მომხრე/მხარდამჭერი და მოძრაობის „ჰიზმეთ“ წევრი“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

 აქვე აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებლის ფ. გიულენის მოძრაობის წევრობას ასევე ადასტურებს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული საექსტრადიციო მასალები.

„სანდოდაა მიჩნეული, რომ თავშესაფრის მაძიებლის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც დასტურდება მისი განცხადებით და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოგზავნილი საექსტრადიციო მასალებით, რომლის თანახმადაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინააღმდეგ საქმე აღძრულია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2-ე მუხლით, რაც გულისხმობს  შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას.

გარდა ამისა, სანდოდაა მიჩნეული თავშესაფრის მაძიებლის - თუღბა ჩაბუქის მისამართით განხორციელებული მუქარა სოციალურ ქსელში „twitter“ გვერდზე, სადაც ნამდვილად არის კომენტარის სახით დატოვებული მუქარები.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, შემდგომი ანალიზისთვის სანდოდ მივიჩნევთ, რომ თავშესაფრის მაძიებელი მუსტაფა ემრე არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. გიულენის მოძრაობის „ჰიზმეთ“ წევრი, რომლის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რომლის მეუღლის მიმართაც განხორციელდა მუქარები“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელი შიშობს, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან არის ფ. გიულენის მოძრაობის წევრი და მას, როგორც ამ მოძრაობის წევრს, ემუქრება პატიმრობა.

„წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის, ინდივიდუალური პროფილის, განმცხადებლის გამოცდილებისა და მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სიტუაციის გათვალისწინებით არ იკვეთება იმის შესაძლებლობა, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში განმცხადებელი დადგეს დევნის საფუძვლიანი შიშის რისკის ქვეშ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. სასამართლომ ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს. 7 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^