Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტი მოიწონა

13 სექტემბერი, 2017 15:03

სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

„შავი ლაქა იქნება ჩვენი კომიტეტისთვის, თუ პრინციპის დონეზე ამ საკითხის მხარდაჭერაზე უარს ვიტყვით", - თქვა ლილუაშვილმა და აღნიშნა: „დასკვნაში ჩავწერთ ჩვენს შენიშვნებს".

მართალია, კომიტეტმა პრინციპების დონეზე ინიციატივას მხარი დაუჭირა, მაგრამ დეპუტატებს კვოტირების პროცენტებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გულისხმობს, რომლის მიხედვით, პარტიები ვალდებულნი იქნებიან, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას 50%-იანი გენდერული კვოტა დაიცვან და სიის ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ცვლილება მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს იქნება დროებითი ზომა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლადაა საჭირო.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში (150 წევრიდან) ქალების რაოდენობა არანაკლებ 38 იქნება და, საბოლოოდ, ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას მივიღებთ.

ამჟამად პარლამენტში ქალების 16%-იანი წარმომადგენლობაა.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^