Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუბარი „ქართველთა მარშზე“: ან გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან ესმით და მიდიან პროვოკაციაზე

13 სექტემბერი, 2017 15:38

„ამ ადამიანებს ან გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე“,- ამის შესახებ განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟრნალისტებს გუშინ  „ქართული მარშის“  აქციის მონაწილეების მოთხოვნებზე ისაუბრა. 

„ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან  ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე. შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ - რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრის - თვითონ ჩაეკითხონ თავის თავს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

გუშინ „ქართველთა მარშის" წარმომადგენლებმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისთან ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ აქცია გამართეს, შემდეგ კი კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მსვლელობით გადაინაცვლეს. 

მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მიწის შესხაებ კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გამოითხოვოს. 

დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილს მიმართავენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^