Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია

13 სექტემბერი, 2017 15:35

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიამ საქართველოში მუშაობა დაიწყო. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OOSCE/ODIHR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს კორინ იონკერს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვდა.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
 
როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს OSCE/ODIHR-თან, რომელიც მრავალი წელია სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს სადამკვირვებლო მისიას ეფექტურ ფუნქციონირებაში.
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, ქართულმა მხარემ  არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.974 ლ ...

საქართველოს ეროვნული ბანკის 21 სექტემბრის კურსით, 1 ევროს ღირებულება 2.974 ლარი გახდა, აშშ დოლარი კი 2,4738 2 ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ფეხბურთის ფედერაცია საქველმოქმედო მატჩს ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქველმოქმედო მატჩს პარტნიორებისა და სპონსორების მხარდაჭერით გამართავს. საქართველოს ფეხბ ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

TI: თბილისის მერიის წინასაარჩევნო რეკლამ ...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, „რუსთავი 2-ისა" და „იმედის" ეთე ...
^